მთავარი » 2012 » აგვისტო » 29 » Wordpress-ვამცირებთ დატვირთვას სერვერზე
11:40 PM
Wordpress-ვამცირებთ დატვირთვას სერვერზე
ყველას მოგესალმებით!!!!!!!

ძალიან ბევრჯერ წამიკითხია, რომ მომხმარებლებს ექმნებათ პრობლემები ჰოსტინგთან Wordpress-ის ხმარებისას, კერძოდ კი საკმაოდ დიდი დატვირთვა სერვერზე. ხშირად ამის გამო ჰოსტინგი გთხოვთ დატვირთვის შემცირებას.( ძალიან ბევრ სერიოზულ ჰოსტინგზე აყენია ავტომატიზირებული სისტემა,რომელიც აკონტროლებს სერვერის დატვირთვას. როგორც კი თქვენი საიტი გადააჭარბებს გარკვეულ ნორმებს, იგი თიშავს საიტი გარკვეული დროით.)

რა თქმა უნდა, არავის არ უნდა რომ თავისი საიტი გათიშული დახვდეს, არც ჰოსტინგს არ აწყობს ზედმეტი "პრობლემა” თქვენათან, ამიტომ უნდა გავაკეთოთ საიტის ოპტიმიზაცია(საიტის ოპტიმიზაციაში ამ შემთხვევაში ვგულისხმობ დატვირთვის შემცირებას).

მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო, დაგიწერთ რამდენიმე ნაბიჯრს, რომელიც უნდა გაიაროთ პრობლემის აღმოსაფხვრელად:

1. აუცილებლად შეამოწმეთ რამდენი მიმართვა კეთდება მთავარი გვერდიდან მონაცემთა ბაზასთან. ამის გაკეთება შესაძლებელია მარტივი კოდის ჩასმით საიტის footer–ში.


კოდის ჩასმის შემდეგ შევდივართ საიტზე და ვამოწმებთ მიმართების რაოდენობას, ვიხელმძღვანელოთ შემდეგი ციფრებით:

ა)20 დან 40 მდე მიმართვა მთავარ გვერდზე– ბლოგი საკმაოდ კარგად არის ოპტიმიზირებული.

ბ) 40 დან 70 მდე მიმართვა – არაუშავს, მაგრამ ჯობია მიხედოთ.

გ) 70 და ზევით – კრიტიკული დომე. სასწრაფოდ გადასახედია საიტის ოპტიმიზაციის სტრუქტურა.


ეხლა რამდენიმე სიტყვით აგიხსნით რატომ ხდება საიტის "გადატვირთვა” მონაცემთა ბაზასთან მიმართვებით. ამის უკეთ გასაგებად მოგიყვანთ პატარა მაგალითს– ხშირად გვინახავს ალბათ ბლოგებზე, მთავარ გვერდზე ყველაზე კომენტირებადი პოსტების გამოტანა, ეს კი +10 მიმართვას ნიშნავს. ალბათ მიხვდით რასაც ვგულისხმობ..

ჩემი რჩევა იქნება, თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ არ გამოვიყენოთ უაზრო მოდულები, თავი შევიკავოთ, ხოლო თუ მაინც და მაინც გინდათ რომ მთავარ გვერდზე საკმაოდ ბევრი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი, მაშინ თქვენთვის არის შექმნილი პლაგინი, სახელად : WP Super Cache . პლაგინი ამცირებს დატვირთვას სტატიკური გვერდების კეშირების პრინციპით.

იმედია გამოგადგებათ ეს ჩემი პატარა სტატია, და არასოდეს არ შეგექმნებათ პრობლემა ჰოსტინგთან. წარმატებებს გისურვებთ
ნანახია: 993 | დაამატა: gelashvili15 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: