დაბა
აგარა


ქვეყანა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
კოორდ. 42°02′00″ ჩ. გ. 43°49′00″ ა. გ.
ზღვის დონიდან 640
კლიმატის ტიპი სუბრტოპიკული
დროის სარტყელი UTC+4
ტელ. კოდი +995 369[1]
საფოსტო ინდექსი 4500[2]

აგარადაბა ქარელის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან 640 მ-ზე. იგი მდებარეობს ქარელიდან 6 კმ-ის, ხოლო თბილისის ჩრდილო-დასავლეთით 100 კმ დაშორებით. დაბის სტატუსი მიენიჭა 1934 წელს. მოსახლეობა 3.5 ათასი (2002). აგარა ცნობილია თავისი შაქრის კომბინატით (შპს „ქართული შაქარი"). აქ არის აგრეთვე კვების და გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოები, განათლების და კულტურის ობიექტები, რკინიგზის სადგური.

სულხან-საბა ორბელიანს სიტყვა „აგარა" განმარტებული აქვს, როგორც „სადგური საზაფხულო", მაგრამ მოჰყავს მისი სხვა სინონიმიც - „ადგილი საყანური, გინა სავენახე, გინა დაბა". დაბა აგარის სახელი ალბათ უფრო ამ უკანასკნელის შესატყვისია, ვინაიდან ნაკლებ სარწმუნოა, რომ გაშლილ ვაკეზე ოდესმე საზაფხულო აგარაკი ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ უწინ დაბა აგარის მახლობლად მდებარე სოფელი დოღლაური აგარად იწოდებოდა. ასევე, ქარელის რაიონში (მდ. ძამის ხეობაში) ყოფილა სოფელი აგარა, რომელიც დღეს გაუქმებულია.

აგარას საფუძველი ჩაეყარა 1931 წ. შაქრია ქარხნის მშენებლობასთან დაკავშრებით. ის დაბად გადაკეთდა 1934წ. XXს. 90-ან წლებამდე აგარაში თავმოყრილი იყო ქარელის რაიონის მრეწველობის 70-80% .მათ შორის იყო არა მხოლოდ შაქრის კომბინატი, არამედ საკონსერვო მრეწველობა, სარემონტო-მექანიკური ქარხნები და სხვ. [3]